მონიტორინგისა და შეფასების ანალიზი პროექტის ეფექტურად მართვისთვის

იმისთვის, რომ ეფექტურად მართოს  აქტივობები და მოახდინოს მისი ზეგავლენის დემონსტრირება  REAP იყენებს მის შედეგებზე დაფუძნებულ მონიტორინგისა და შეფასების სისტემას, რომელიც ეფუძნება USAID -ის სახელმძღვანელო მითითებებს შეფასებისა და სწავლებისათვის (ADS 203.3.2.1). REAP-ის  მონიტორინგისა და შეფასების სისტემა პროექტის მიმდინარეობის პროცესში გამოიყენებს ლოგიკური დაგეგმვის ინსტრუმენტებს საიმისოდ, რომ ზუსტად განსაზღვროს  შედეგების სტრუქტურა, მოახდინოს მათი იდენტიფიცირება და მიიღოს ზეგავლენების ადეკვატური ზომები, რაც მოგვცემს ანალიზის საშუალებას და  ხდება თუ არა  მიზნებისა და მაჩვენებლების  მიღწევა. 
არსებობს REAP -ის მონიტორინგისა და შეფასების შემდეგი ელემენტები: შედეგების სტრუქტურა,  PMP (შესრულების მონიტორინგის გეგმა)   Excel -ის ცხრილის ფორმით,  PIRS (ეფექტურობის ინდიკატორების  დოკუმენტების ჩამონათვალი ) და საერთო მონიტორინგისა და შეფასების გეგმა ანგარიშის ფორმით. ამ მონიტორინგისა და შეფასების ელემენტების გარდა, პროექტმა გადავწყვიტა  მონიტორინგისა და შეფასების გეგმაში შეიტანოს ხარჯ- სარგებლიანობის ანალიზი (CBA)  და ამ ანალიზის გასამყარებლად   განსაზღვროს  სათანადო ეფექტურობის მაჩვენებლები. 
გამოყენებული ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის საშუალებით ჩვენ  ვახდენთ  REAP პროექტების სოციალური და ეკონომიკური  ზეგავლენების  მონეტიზაციას და  შეფასებას თუ რამდენად ზუსტად ვაღწევთ REAP-ის მიერ დასახულ სოციალ-ეკონომიკურ მიზნებსა და ამოცანებს.

REAP (PMP) Perfomance Monitoring Plan -Y1- 2013-14

REAP Results framework supporting table-Y1-2013-14