გენდერული პროგრამა

შესაძლებლობები ახალგაზრდა აგრომეწარმეთათვის

დაინტერესებულ ახალგაზრდა აგრომეწარმეებსა და შესაბამისი სფეროს სტუდენტებს USAID/REAP გიწვევთ სტრატეგიული პლატფორმის  ქვე-ჯგუფ „ახალგაზრდა აგრომეწარმე/ ახალგაზრდები აგრობიზნესში“ გასაწევრიანებლად.

 

2015 წლის მარტში USAID/REAP-მა დააფუძნა სტრატეგიული პლატფორმა „გენდერულად თანასწორუფლებიანი სოფლის მეურნეობის განვითარება“. სტრატეგიული პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს აგრომეწარმე ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას აგრობიზნესში და ასევე, გენდერულად სენსიტიური თუ გენდერულად თანასწორუფლებიანი აგროსაწარმოების განვითარებას საქართველოში.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტაცია და შემდეგი ბმულები: REAP-ის ვებგვერდი და ფეისბუკის ფან-გვერდი: www.reap.ge, www.facebook.com/reap.georgia, www.facebook.com/pages/REAP-Georgia/558240384259026, სტრატეგიული პლატფორმის ფეისბუკის ფან-გვერდი: http://on.fb.me/1FGy2gd.

 

წევრობით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ა.წ. 10 ივლისისათვის მოგვაწოდოთ განცხადება გაწევრიანების შესახებ (იურიდიული სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში განაცხადი ივსება ხელმოწერის უფლების მქონე პირის მიერ) და პირადობის მოწმობის ასლი. სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ სტუდ.ბილეთის ასლიც. გთხოვთ, ა.წ. 1 აგვისტოსათვის მოგვაწოდოთ გაწევრიანების შევსებული ფორმაც.

 

დოკუმენტაცია უნდა წარდგენილი იყოს დასკანირებული ან ამობეჭდილი სახით შემდეგ მისამართზე: youth@georgiareap.org ან თბილისის ოფისში: კოსტავას ქ. #47, ოთახი 22, ტელ: 2982207/13/14/18. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ.
კორპორატიულ წევრად გაწევრიანების ფორმა
განცხადება გაწევრიანების შესახებ
ინდივიდუალურ წევრად გაწევრიანების ფორმა
განცხადება გაწევრიანების შესახებ
წევრობის გზამკვლევი

აგრობიზნესში ქალ მეწარმეთა ჩართულობის ხელშეწყობა - დასრულებული ტენდერი

USAID/REAP პროექტი მიზნად ისახავს განახორციელოს რიგი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქალთა თანასწორუფლებიან ჩართულობას აგროსაწარმოების განვითარებაში.

2014 წლის გაზაფხულში USAID/REAP პროექტმა დაგეგმა და ზაფხულში დაიწყო სპეციალური გენდერული ინიციატივის განხორციელება. ამ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ხუთ რეგიონში ხუთი ბიზნეს-საკონსულტაციო კონსორციუმი გამოავლენს მინიმუმ 80-ს და მაქსიმუმ 100 ქალ აგრომეწარმეს. შერჩეულ აგრომეწარმეს ჩაუტარდება ტრენინგები ბანკებისთვის მისაღები ბიზნეს გეგმების შემუშავების თემაზე. გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეებს ჩაუტარდებათ კონსულტაციებიც და USAID/REAP პროექტის საგრანტო კონკურში მონაწილეობის შედეგად რამდენიმე კვალიფიციური ქალი აგრომეწარმე შეძლებს თანადაფინანსების მოპოვებას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილები.

EOI -აგრობიზნესში ქალ მეწარმეთა ჩართულობის ხელშეწყობა