საგრანტო კომპონენტი

შეირჩევა საინვესტიციო პროექტები კერძო აგრობიზნესის წარმომადგენელთა მიერ შემოტანილი კონკურენტული ბიზნეს გეგმების საფუძველზე. კომპონენტი 1-ის  ძირითადი ელემენტები გულისხმობს საინფორმაციო კამპანიების წარმოებას საგრანტო განაცხადების მისაღებად . შერჩეული განმცხადებლები საგრანტო დაფინანსებას მიიღებენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID) მთლიანი პროექტის ღირებულების მაქსიმუმ 30 პროცენტის სახით.  დანარჩენი 70%  შეივსება აპლიკანტის თანადაფინანსებით.


მოსალოდნელი შედეგები 

$6 მილიონიან საგრანტო დაფინანსებას მიიღებს ფერმერთა მომსახურების და მექანიზაციის ცენტრები,  პირველადი მწარმოებელი, მომსახურების/ინფორმაციის მომწოდებელი, გადამამუშავებელი და შესაფუთი საწარმო, მათ შორის 15% მეწარმე ქალი.  თანადაფინანსების ფარგლებში მოიზიდება $14 მილიონი კერძო სექტორიდან.


საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი 4 კატეგორია:

 

პირველადი წარმოება

სათესლე მასალის წარმოება, ახალი ჯიშების დანერგვა, წვეთოვანი სისტემები, შეფუთვა, დასაწყობება, სასათბურე მეურნეობები

 

მექანიზაციისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრები

ახალი ფერმერთა მომსახურების და მექანიზაციის ცენტრების განვითარების ხელშეწყობა, სადემონსტრაციო და ტრენინგების შესაძლებლობების უზრუნველყოფა

 

მცირე და საშუალო ზომის გადამამუშავებელი საწარმოები

სასაწყობო მეურნებები, შემფუთავ-დამხარისხებელი ხაზი, გადამამუშავებელი მანქანა–დანადგარები

 

ინფორმაციისა და სერვისი მომწოდებლები

ხარისხის სტანდარტები და სერტიფიცირება, ნიადაგის ანალიზი, ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიება

 

პროგრამის კომპონენტი

• გასცემს 6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების  თანადაფინანსების გრანტს

• მოიზიდავს 14 მილიონი აშშ დოლარს თანადაფინანსების სახით 

• უზრუნველყოფს თანადაფინანსების 70%-იან განაკვეთს

ტექნიკური დახმარების კომპონენტი

 

კომპონენტი 2  ტექნიკურ დახმარებას გაუწევს საგრანტო დაფინანსების მიმღებებ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს; განავითარებს მათ პოტენციალს ბაზრის მოთხოვნილებების შესაბამისად. პროექტის ფარგლებში ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფენ როგორც ადგილობრივი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიები ასევე  მოკლევადიანი  საერთაშორისო კონსულტანტები.

 

მოსალოდნელი შედეგები

ხელმისაწვდომი გახდება  ადგილობრივი კვალიფიციური ბიზნეს საკონსულტაციო კომანიების და  მოკლევადიანი  საერთაშორისო კონსულტანტების მომსახურება, რომლებიც  ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ გრანტის მიმღებ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს,  150 000 -ზე მეტ ადამიანს, მათ შორის   37 500 ქალს; გაუწევენ კონსულტაციებს და ჩაუტარებენ სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს.

 

 

კომპონენტი 2 ტექნიკურ დახმარებას უზრუნვეყოფს  შემდეგი 5 კატეგორიის მიხედვით:

 

• ბიზნესის ადმინისტრირება, მიწოდების მენეჯმენტი და მარკეტინგი

• დემონსტრირება და ფერმერების ტრენინგი

• ხარისხის სტანდარტები და სერთიფიცირება

• სასაწყობე მეურნეობების და გადამამუშავებელი საწარმოების ტექნოლოგიები

• ადამიანური რესურსების განვითარება

ურთიერთდაკავშირებული ასპექტები

 

გენდერული საკითხები: საგრანტო დაფინანსების ყველა მსურველს განაცხადის ფარგლებში  მოეთხოვება გენდერული ინტეგრაციის სტრატეგიის წარმოდგენა. პროგრამის ფარგლებში  მოსალოდნელია საგრანტო დაფინანსების მიმღებთა 15%, ხოლო ადამიანური რესურსების განვითარებაში კომპონენტის მონაწილეთა 25% ქალის მონაწილეობა. 

 

ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა: ფინანსური რესურსების ხელმისასაწვდომლობა წარმოადგენს პროექტის განუყოფელ ნაწილს და ხელს უწყობს ბენეფიციარების დაკავშირებას კომერციულ ბანკებთან და სხვა საფინანსო  ინსტიტუტებთან, რომლებიც ჩართულნი არიან სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსების სქემებში. 

 

ადამიანური რესურსების განვითარება: პროექტი უზრუნველყოფს აგრარული დარგის პროფესიონალთა საკადრო გადამზადებას. 

 

გარემო: პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება გარემოს დაცვითი ნორმებთან შესაბამისობა და მონიტორინგი.