პროექტის მიმოხილვა

 

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი წარმოადგენს ხუთწლიან პროგრამას, რომლის ბიუჯეტი შეადგენს $19.5 მილიონს.  პროგრამის მიზანია სოფლად შემოსავლების ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა, აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფa.  კერძოდ, გათვალისწინებულია მექანიზაციისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების,  სასაწყობო მეურნეობის, დამახარისხებელი, მცირე და საშუალო ზომის გადამამუშავებელი საწარმოების დახმარება, რის შედეგადაც ამაღლდება სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მომსახურების ხარისხი.  პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოზიდვას,  შეამცირებს სოფლად მცირე და საშუალო საწარმოებისა და მეწარმეთათვის არსებულ რისკ - ფაქტორებს, გააძლიერებს მდგრად კომერციულ კავშირებს  მომსახურების ცენტრებს,  მწარმოებლებს, სასაწყობე  საწარმოებსა და ადგილობრივ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.  პროგრამა უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას  გრანტის მიმღებ  მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის, რაც ხელს შეუწყობს სოფლად დასაქმების მაჩვენებლის ზრდას.

 

პროგრამის ფარგლებში გაიცემა $ 6 მილიონი ღირებულების გრანტები და მოზიდულ იქნება სულ მცირე $14 მილიონი თანადაფინანსების სახით.  პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ დახმარებას მიიღებს ყველა გრანტის მიმღები საწარმო, რის შედეგადაც  სარგებლობას მიიღებს  სულ მცირე 150 000 ადამიანი, მათ შორის 37 500 ქალი.   სოფლად პროგრამის ფარგლებში   შეიქმნება მინიმუმ 750 ახალი სამუშაო ადგილი, 135 000 მცირე მეწარმე ისარგებლებს $15 მილიონი ღირებულების  ნედლეულითა  და მომსახურებით, 2 500 მეწარმისთვის ხელმისაწვდომი გახდება $10 მილიონი მოცულობის გასაღების   ბაზარი.    

ჩვენი მისია

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება; ფერმერული მეურნეობების და აგრო-მეწარმეების შემოსავლების ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ფინანსური და ტექნიკური დახმარების გზით.

პროექტის ხედვა

ფერმერების, მეწარმეებისა და აგრობიზნესების დახმარება შესაბამისი ტექნოლოგიით, მათთვის თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის გაცნობა, ბაზრისა და საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება, რის შედეგადაც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო სექტორის შემოსავლები და მომგებიანობა, გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები სოფლად.