კონკურსები

USAID-ის საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის  მიზანია პოტენციური მეწარმეების იდენტიფიცირება და ინვესტიციების გაზრდის ხელშეწყობა. ფერმერთა და მექანიზაციის მომსახურების ცენტრები, პირველადი მწარმოებლები, ინფორმაციისა და სერვისის  მიმწოდებლები, სასაწყობე მეურნეობები და გადამამუშავებელი საწარმოები შედის REAP–ის პროექტის სამიზნე კატეგორიაში.

პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოზიდვას და ტექნიკურ დახმარებას რათა გააძლიეროს მდგრადი კომერციული კავშირები  და დაეხმაროს REAP–ს გრანტის მიმღებებს იყვნენ კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.