სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი (REAP)  უნიკალური პროგრამაა, რომელიც  მთლიანად ეფუძნება საბაზრო მოთხოვნებს. ჩვენ ვთავაზობთ გრანტებს უჩვეულოდ მკაცრი პირობებით. ამის მიუხედავად, მოთხოვნა კვლავ მაღალია. ჩვენი მიზანი მარტივია:  ახალი წარმატებული სოფლის მეურნეობის საწარმოების გასხნა და არსებული საწარმოების გაძლიერება. ჩვენი ძირითადი ამოცანაა აგრობიზნესში დასაქმებული იმ მეწარმეების გამოვლენა, რომელთაც უკვე აქვთ კარგი ბიზნეს-იდეები, სურთ ინვესტიციების განხორციელება და რომლებისთვისაც ჩვენი მცირე გრანტი კარგ სტიმულს წარმოადგენს ამ ინვესტიციის განსახორციელებლად.

 

ლუის ფაორო

პროექტის ხელმძღვანელი