ტრენინგი თემაზე პესტიციდების შეფასების ანგარიში და მათი უსაფრხო გამოყენების სამოქმედო გეგმა (PERSUAP)

21 ნომებერს, USAID/REAP-ს კონსულტანტმა ალან შროუდერმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე  პესტიციდების შეფასების ანგარიში და მათი უსაფრხო გამოყენების სამოქმედო გეგმა (PERSUAP). ტრენინგს ესწრებოდნენ 12 ფერმერთა და მექანიზაციის მომსახურების ცენტრების, USAID/NEO-ს და Farmer-to-Farmer-ს წარმომადგენლები.

USAID/REAP-ს ტრენინგი აგრო დაკრედიტებაში

საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრთან და სასოფლო სამეურნეო პროექტების მართვის სააგენტოს APMA-სთან ერთად, USAID/REAP-მა ჩაატარა ორი ტრენინგი ფინანსისტებისთვის აგრო-კულტურის რისკების ანალიზსა და პირველად წარმოებაში და მოსავლის აღების შემდგომი დამუშავების პროცესების სესხებში. ტრენინგი ჩაატარა საერთაშორისო კონსულტანტმა დანიელ გიასმა და დაკრედიტების სპეციალისტმა - პაატა ზაქარაშვილმა. ტრენინგის თემატიკა იყო შერჩეული წინასწარი გამოკვლევის შედეგად, თუ რა სფეროში ჭირდებოდათ ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებს ცოდნის გაღრმავება. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს ასევე პრაქტიკულ ამოცანებს ისეთ თემებზე როგორიცაა: აგრო დაკრედიტების ციკლი, ფინანსური ჯაჭვისა და სოფლის მეურნეობის რისკის ანალიზი. ასევე APMA-ს წარმომადგენელმა გიორგი ჯიბლაძემ წარადგინა თუ რა მთავარი მოთხოვნებია ბანკებისთვის რომ წვდომა ქონდეთ იაფი კრედიტების პროგრამაზე.
ძირითადად ტრენინგის მონაწილეები იყვნენ სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების საშუალო რგოლის, მენეჯერები დაკრედიტებისა და რისკების შეფასების განყოფილებებიდან. პირველი ტრენინგი ჩატარდა 24-25 სექტემბერს რომელსაც დაესწრო 25 სპეციალისტი რვა კომერციული ბანკიდან, ორი სალიზინგო კომპანიიდან, და ერთი მცირე დაფინანსების ორგანიზაციიდან. მონაწილეებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია სასოფლო სამეურნეო წარმოების პროცესებზე, სასოფლო სამეურნეო პროცესების ტექნოლოგიებზე და რისკებზე.
მეორე ტრენინგი ჩატარდა 29-30 ოქტომბერს, რომელსაც დაესწრო 18 სპეციალისტი, შვიდი კომერციული ბანკიდან, ერთი სალიზინგო კომპანიიდან და სამი მცირე საფინანსო ორგანიზაციიდან. მეორე ტრენინგის ძირითადი თემატიკა იყო სასოფლო მეურნეობის სესხების პროდუქტის განვითარება, და ბიზნესის რისკების ანალიზი და ტექნიკები. დამატების ორი ამოცანა იყო წარმოდგენილი რომელიც მოითხოვდა სესხის მონიტორინგის ტექნიკებისა და ფინანსური ფარდობითი ალალიზების გამოყენებას.

USAID / REAP -ს ტრენინგის პროგრამა მოსავლის აღების შემდგომი დამუშავებისა და სამაცივრო ტექნოლოგიების საკითხებში

USAID/REAP-ის ფარგლებში ჩატარდა ორი ტრენინგი მოსავლის აღების შემდგომი დამუშავებისა და სამაცივრო ტექნოლოგიების საკითხებში, რაგდანაც საქართველოში არ არის სათანადო მოსავლის აღების, შემდგომი დასაწყობებისა და სამაცივრე მეურნეობის ინფრასტრუქტურა რთულდება ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტირება საერთაშორისო ბაზარზე. ადგილობრივი მეწარმეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განავითარონ შესაძლებლობები ამ მიმართულების და გადაამზადონ თავიანთი ტექნიკური პერსონალი ხილისა და ბოსტნეულის  სათანადოდ ტრანსპორტირებისა და დასაწყობების საკითხებში. ეს ერთადერთი გზაა ქართული წარმოების პროდუქტის ხარისხის შესანარჩუნებლად და ევრო კავშირში და მაღასხარისხიან ბაზარზე ექსპორთან დაკავშირებული შესაძლებლობების გამოსაყენებლად.

ტრენინგის თემა: პირველი ტრენინგი დაეთმო - ციტრუსისა და სუბტროპიკული ხილის მოსავლის აღებას და შემდგომ დამუშავებას

ტრენინგის ჩატარების ადგილი:  ქ. ბათუმი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მწვანე კონცხი)

ტრენინგის ჩატარების დრო: 17-21 სექტემბერი, 2014

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ტრენინგის თემა: მეორე ტრენინგი დაეთმო - ვაშლისა და კურკოვანი ხილის მოსავლის აღებას და შემდგომ დამუშავებას

ტრენინგის ჩატარების ადგილი:  ქ. გორი, გორის პროფესიული კოლეჯი - განთიადი, ბესიკის ქუჩა N2

ტრენინგის ჩატარების დრო: 22-27 სექტემბერი, 2014

აგრო დაკრედიტების ტრენინგი საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის

21 ივნისიდან 1 ივლისამდე ფინანსური ორგანიზაციების ტრენინგის პროგრამის ფარგლებში REAP პროექტმა მოიწვია ბ-ნი დანიელ გისი. ვიზიტის მიზანი იყო ფინანსური ორგანიზაციებისთვის აგრო დარკედიტების ტრენინგ კურსის მომზადება, აგრეთვე USAID-ის DCA პროგრამის მონაწილე კომპანიებისთვის შემდგომი რეკომენდაციების მომზადება.

ტრენინგის პროგრამის დაზუსტების მიზნით, ბატონი გისი შეხვდა 12 ბანკის, 3 სალიზინგო კომპანიის და 2 მიკრო საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. უმეტესობა მათგანი არის „იაფი სესხის“ პროგრამაში ჩართული და დაინტერესებულები არიან აგრო დაკრედიტების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში.

ტრენინგის პროგრამას ხელმძღვანელობს REAP პროექტი, სასოფლო-სამეურნეო პროექტების მართვის სააგენტოსა და ბანკთა ასოციაცისს დახმარებით. ტრენინგები ჩატარდება 2014 წლის სექტემბრის დასაწყისში.

სასწავლო პროგრამა მოსავლის აღების შემდგომი დამუშავების ტექნოლოგიებზე

საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორისაა, მოსავლის აღების შემდგომი დამუშავების სისტემა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს უნდა ეფუძნებოდეს. ამ მხრივ ერთერთი სერიოზული პრობლემა კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობაა. სწორედ ამ პრობლემის სიღრმისეულად შესწავლის და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების მიზნით, 2014 წლის აპრილში REAP პროექტმა თავის ქვეკონტრაქტორ WFLO-სთან (მსოფლიოს სასურსათო ლოჯისტიკის ორგანიზაცია) ერთად განახორციელა მოსავლის აღების შემდგომი დამუშავების და სამაცივრე მეურნობების სფეროში არსებული სასწავლო საჭიროებების შეფასება-ანალიზი. WFLO-ს ექსპერტებმა კერსტინ ჰელიმ და რიჩარდ დაუდელმა მოინახულეს მოსავლის აღების შედგომი დამუშავების ობიექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ისინი ასევე შეხვდნენ იმ პროფესიული კოლეჯების და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, რომლებიც სთავაზობენ სასწავლო პროგრამებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში. აღნიშნულმა შეხვედრებმა ხელი შეუწყო რეალურ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგის პროგრამის მომზადებას და პროფესიული ცოდნის გაღრმავების მდგრადი სისტემის განვითარებისთვის ღონისძიებების შემუშავებას. 2014 წლის სექტემბრის ბოლოს REAP პროექტი შესთავაზებს აღნიშნულ ტრენინგ-პროგრამას თავის ბენეფიციარ აგროსაწარმოებს.

ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის (CBA) ინტეგრირება REAP–ის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ფარგლებში

USAID/REAP–ის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ფარგლებში განხორციელდება ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი, რათა უზრუნველყოს გრანტის მიმღებების მონიტორინგის ანალიტიკური ინსტრუმენტების მუდმივი განვითარება და ხელშეწყობა საექსპერტო დასკვნებისა და გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით. იმისათვის, რათა მოხდეს ეფექტიანობის გაზომვა და გაუმჯობესება, ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზმა თითოული პროექტისთვის უნდა უზრუნველყოს ფაქტებზე დაფუძნებული მიზნების იდენტიფიცირება, რომლებიც შესაძლოა პროექტის იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად ინტეგრირებული იქნას REAP–ის ეფექტიანობის მონიტორინგის გეგმაში. პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების სისტემაში CBA-ის ინტეგრირების შედეგად,  REAP და მისი მონიტორინგისა და შეფასების სისტემა იქნება პირველი პროგრამა, რომელიც იყენებს საგრანტო შეთავაზებებთან დაკავშირებით ინვესტიციის შეფასების გაუმჯობესებულ ინსტრუმენტს, რაც ერთის მხრივ წარმოადგენს მნიშვნელოვან პროფესიულ გამოწვევას, თუმცა ამავდროულად შესაძლებლობას იძლევა შემუშავებულ იქნას მაქსიმალურად ეფექტიანი და ქმედითი მოდელი პროექტის საინვესტიციო და ტექნიკური რესურსების მართვისათვის. შესაბამისად, იმისთვის, რომ აღნიშნული ვალდებულება ეფექტიანად და ხარისხიანად ყოფილიყო შესრულებული, REAP-მა მოიწვია დიუკის საერთაშორისო განვითარების ცენტრის საჯარო პოლიტიკის პროფესორი ჯოზეფ თამი, რომელმაც REAP ჯგუფის წევრებისთვის უზრუნველყო 10 დღიანი ინტენსიური სემინარი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა: პროექტის სახელშეკრულებლო ვალდებულების ფარგლებში მოთხოვნილი ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის განხორციელებადობის შეფასება და ჩვენი პროგრამისთვის საკმარისი თანამონაწილეობის დონის შეთავაზება, REAP-ის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის სპეციალური მეთოდოლოგიის შემუშავება მონიტორინგისა და შეფასების მონაცემთა შეგროვების სისტემის შესაბამისად რეგულირების მიზნით.