ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

9 მარტს USAID/REAP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუის ფაორომ და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ჩავლეშვილმა გააფორმეს ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. შეთანხმების მიზანია, REAP-ისა და სააგენტოს ერთობლივი ძალიხმევით  განხორციელდეს სურსათის უვნებლობის მართვისა და სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება ცხოველთა სასაკლაოებისათვის თანადაფინანსების საფუძველზე და მოხდეს მათი ჩართვა პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ და დაფინანსებულ შესაბამისი ტრენინგის პროგრამებში, რაც გააძლიერებს მათ პოტენციალს და უზრუნველყოფს მათ  ეფექტურობის და მდგრადობის ამაღლებას.