USAID/REAP -ს და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გამოფორმდა

ამა წლის 4 მარტს, USAID/REAP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუის ფაორომ და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორის მინდობილმა პირმა მარინა ქარჩავამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმის საგანს წარმოადგენს მხარეთა თანამშრომლობა, რაც გამოიხატება უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი პროფილის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიერ REAP-ში სტაჟირების გავლაში აქ არსებული სტაჟირების გავლის წესის შესაბამისად და ასევე ტრენინგ კურსების ჩატარებაში REAP-ის გრანტის მიმღები აგრობიზნესებისთვის.
სტაჟირების გავლა მიზნად ისახავს პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღებას, რაც ხელს შეუწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.