სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ USAID/REAP-ს მიერ დაფინანსებული შპს ,,აგოინვესტსერვისი" დაათვარიელა

იტრუსის სეზონისთვის საწარმოები სრულ მზადყოფნაშია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს
უწყების ინფორმაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ,,ნარინჯსფერი რთველის" საკოორდინაციო შტაბის გახსნის შემდეგ, რეგიონში მოქმედი ციტრუსის მიმღები და გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ დანელიამ და არჩილ ხაბაძემ ციტრუსის მიმღები, დამხარისხებელ-შემფუთავი ახალი საწარმო შპს ,,აგოინვესტსერვისი" დაათვალიერეს. საწარმომ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 240 ათასი აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო და საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზებით აღიჭურვა. კომპანიამ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ,,საქართველოს სასოფლო-სამეურნეო" წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის" (REAP) ფარგლებში, მიღებული 138,600 აშშ დოლარის ოდენობის გრანტით შეიძინა სორტირების ხაზი პარაფინირების მოწყობილობით, ასევე ორი ცალი 1,5 ტონიანი და ერთი ცალი 1 ტონიანი ელექტრო დამტვირთავი სასაწყობე მეურნეობაში დასატვირთი სამუშაოების წარმოებისთვის

"თანამედროვე დანადგარების საშუალებით შპს ,,აგოინვესტსერვისს" პროდუქციის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფის შესაძლებლობა ექნება. მანდარინის სორტირებისა და პარაფინირების ხაზი შეამცირებს ხილის დაზიანებას და გაზრდის პროდუქციის შენახვის ვადას. აღნიშნულ საწარმოს 24 საათის განმავლობაში 150 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მიიღება-დახარისხების და პარაფინირების საშუალება ექნება. საწარმოში ციტრუსის დახარისხება ევროსტანდარტების მიხედვით - პალეტებად შეკრულ 15 კგ-იანი ტევადობის ყუთებში მოხდება. მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონზე საწარმო მიიღებს და გადაამუშავებს 5 000 ტონაზე მეტ ციტრუსს, რომელიც ექსპორტზე უკრაინის, ბელორუსიის და ბალტიისპირეთის ბაზარებზე გავა. შპს ,,აგოინვესტსერვისს" გააჩნია სამაცივრე მეურნეობაც, სადაც შესაძლებელია 500 ტონა სხვადასხვა სახის ხილ-ბოსტნეულის შენახვა. საწარმოში 70-მდე ადამიანია დასაქმებული", - ნათქვამია განცხადებაში

დღესვე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ქობულეთში ციტრუსის დამხარისხებელ-შემფუთავი და ტარის მწარმოებელი საწარმო შპს ,,TCF GERGIA"" და არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა "Giam group" მოინახულეს.
როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, ყველა საწარმო სრულ მზადყოფნაშია და შესაბამისად, ციტრუსის რეალიზება და საწარმოებში ჩაბარება მოსახლეობას შეუფერხებლად შეეძლება.