USAID/REAP - საველე დღე ნიადაგის დამუშავების და თესვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე

REAP პროექტმა მოაწყო საველე დღე პროექტის გრანტის მიმღები ი.მ. სერიოჟა ეზოიანის სადემონსტრაციო ნაკვეთზე. ღონისძიებაზე მიწვეული ადგილობრივი ფერმერები, სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურების ექსტენციის სპეციალისტები და სტუდენტები  გაეცნენ ნიადაგის დამუშავების და თესვის თანამედროვე ტექნოლოგიებს და პრაქტიკაში იხილეს ხორბლის თესვა მინიმალური დამუშავების (minimum tillage) მეთოდის გამოყნებით. ღონისძიების ფარგლებში აუდიტორიამ მოისმინა პრეზენტაცია მეთოდის დადებითი მხარეების და ეკონომიკური ეფექტიანობის შესახებ.