ოფიციალური გახსნის ცერემონიალი შპს „ჯეოფლაუერი“ საშრობი საწარმო

ამა წლის 15 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ამბროლაურში, რაჭის რეგიონში   USAID/REAP-ს მიერ დაფინანსებული ახალი საშრობი საწარმოს გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ USAID-ის  და  ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები.

 

ლენტის გაჭრის ცერემონიალის შემდეგ საწარმოს მფლობელმა გოჩა ძნელაძემ სტუმრებს დაათვალიერებინა საწარმო და გააცნო წარმოების პროცესი.

 

REAP-ს დახმარებით კომპანიამ შეძლო არსებული გადამამუშავებელი ხაზის განახლება, და ახალი თანამედროვე ტიპის გადამამუშავებელი და სამაცივრე მეურნეობის დაარსება, რომლის საშუალებით კომპანია შეძლებს წარმოებას დაამატოს ველური ხილის, ციტრუსების, სამკურნალო მცენარეების და ძირხვენების შრობა და დასაწყობება.

 

USAID/REAP-ს მიერ გაწეული ინვესტიციით მოხდა  ხილისა და სამკურნალო მცენარეების სარეცხი ხაზის, კურკის გამცლელი დანადგარის, ხილის, სამკურნალო მცენარეების და ძირხვენების დამჭრელის, ძირხვენების საშრობის, სამაცივრე დანადგარების და საინსპექციო ხაზის შეძენა. 

 

-ნი გოჩა ძნელაძის თანამონაწილეობით დაიფარა შენობის მშენებლობის ძირადი ხარჯები, შეძენილ იქნა ახალი დანადგარები, ნარჩენი წყლების გადამამუშავებელი სისტემა, ნედლეული, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. პროექტის განხორცილების პერიოდში 120 ფერმერი შეაგროვებს და ჩააბარებს ხილს, სამკურნალო მცენარეებს და ძირხვენებს. 2014 წელს 80-მა ახალმა ფერმერმა უკვე ისარგებლა ჯეოფლაუერთან თანამშრომლობით ნედელულის მიწოდების სახით.