ოფიციალური გახსნის ცერემონიალი შპს „ალვა“ ფერმერთა მომსახურების/მექანიზაციის სერვის ცენტრი

ამა წლის 15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საჩხერეში, იმერეთის რეგიონში   USAID/REAP-ს მიერ და დაფინანსებული ახალი ფერმერთა მომსახურების/მექანიზაციის სერვის ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ USAID-ის  და  ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები.

 

ლენტის გაჭრის ცერემონიალის შემდეგ ცენტრის მფლობელმა იოსებ გოგიტიძემ სტუმრებს დაათვალიერებინა ფერმერთა მომსახურების ცენტრის შენობა და მექანიზაციის ეზო.

 

ფერმერთა მომსახურების/მექანიზაციის სერვის ცენტრების მიზანია მოემსახუროს ადგილობრივ ფერმერებს და ხელი შეუწყოს მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის ხარისხის ამაღლებას.

USAID/REAP-ს მიერ გაწეული ინვესტიციით მოხდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  ტექნიკის და მისაბმელების შეძენა.

 

შპს ალვას თანამონაწილეობით დაიფარა შენობის მშენებლობის ძირადი ხარჯები, შეძენილ იქნა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  ტექნიკა და მისაბმელები, მცენარეთა დაცვის და ვეტერინარული საშეუალებები. ცენტრი მოემსახურება რეგიონში მცხოვრებ 7 000 ფერმერს, ასევე 4 000 ფერმერს ჩაუტარდება ტრენინგი, რაც მათ დაეხმარებათ  ცოდნის ამაღლებაში.