USAID-ის მისიის დირექტორის ვიზიტი შპს ჰერბიაში

USAID-ის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი ეწვია ჰერბიას - საქართველოში არსებულ პირველ თანამედროვე, მასშტაბურ სასათბურე წარმოებას, რომელიც ქვეყანას ბოსტნეულით ამარაგებს. კომპანიას დასაქმებული ჰყავს იძულებით გადაადგილებული პირები. ჰერბიას ბოსტნეული და მწვანილი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტის სერთიფიკატებს. 2014 წელს USAID-ის საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი (REAP) დაეხმარა ჰერბიას გაეხსნა ახალი სამაცივრე საწყობი ორ თანამედროვე შესაფუთ ხაზთან ერთად. საწყობი ჰერბიას მცირე მეწარმეებისგან მეტი პროდუქციის შესყიდვის საშუალებას მისცემს. ამასთანავე ჰერბიას სალათისთვის საჭირო ბოსტნეულის დაფასოების საშუალებაც ექნება. REAP-ის მხარდაჭერით, ჰერბიამ დაიწყო ახალი ბრენდის წარდგენა თბილისის 80-ზე მეტ სუპერმარკეტში, რის შედეგადაც პროდუქციის რალიზაცია 35%-ით გაიზარდა.