ოფიციალური გახსნის ცერემონიალი შპს “აგროქართლი“

ამა წლის 25 ივნისს, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ბატონმა ამირან შავშიშვილმა გორში USAID/REAP-ს მიერ და დაფინანსებული ახალი ფერმერთა მომსახურების/მექანიზაციის სერვის ცენტრი გახსნა. ცენტრი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგლემ ალექსანდრე ნასიძემ და გორის გამგებელმა  დავით ონიაშვილმა  დაათვალიერეს.

 

ლენტის გაჭრის ცერემონიალის შემდეგ შპს „აგროქართლი“- ს მფლობელმა გოგა სვიმონიშვილმა სტუმრებს დაათვალიერებინა შენობა და მექანიზაციის ნაწილი, ასევე ხელი მოეწერა   მემორანდუმს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ სტუდენტების სტაჟირების და მათი შემდგომი დასაქმების მიმართულებით.

 

Sps ”აგროქართლი“-ს მიზანი იყო  U USAID/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანიბის აღდგენის პროექტთან U თანამშრომლობით ახალი სერვის ცენტრის დაარსება, რომელიც მოემსახურება  9,000 ადგილობრივ ფერმერს და ხელს შეწყობს მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის ხარისხის ამაღლებას.

 

USAID/REAP-ს მიერ გაწეული ინვესტიციით მოხდა ექვსრიგიანი სიმინდის პრეზეციული სათესის, ექვსრიგირნი რიგთაშორისი კულტივატორის, ოთხრიგიანი პრეზეციული სათესის, ოთხრიგიანი როგთაშორისი კულტივატორის, დისკებიანი ფარცხის, წნეხამკრეფის და მონიტორების, ცენტრის მოწყობა და მისი სჭირო ავეჯით აღჭურვა.

 

-ნი გოგა სვიმონიშვილის თანამონაწილეობით დაიფარა შენობის მშენებლობის ძირადი ხარჯები,  და შეიქმნა 5 ახალი სამუშაო ადგილი.

 

 

###

 

 

USAID საქართველოში: ბოლო 22 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის მეშვეობით 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია საქართველოს.  USAID-ს მიერ განხორციელებული  პროექტები მიზნად ისახავს, დახმარება გაუწიოს საქართველოს თავისუფალ დემოკრატიაზე გადასვლის პერიოდში.  მათი ინიციატივის შემწეობით ჩქარდება ეკონომიკის ზრდა, ვითარდება დემოკრატიული ინსტიტუტები და უმჯობესდება ჯანდაცვისა და განათლების სფეროები.  USAID 100-ზე მეტ ქვეყანას უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.  დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს - http://georgia.usaid.gov