საშემოდგომო ხორბლის გაუმჯობესების პროგრამა

28 მაისს, გაიმართა სემინარი საშემოდგომო ხორბლის გაუმჯობესების პროგრამის (IWWIP) ფარგლებში და მიზნად ისახავდა საშემოდგომო ხორბლის კულტურის განვითარებას და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას. ქართველ სპეციალისტებთან ერთად, სემინარში 10 ქვეყნის (აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, ირანი, ავღანეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ლიტვა) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. უცხოელი სპეციალისტების დელეგაციას ხორბლისა და სიმინდის საერთაშორისო ორგანიზაცია "სიმიტის" (CIMMYT) ცენტრის ხელმძღვანელი შუააზიასა და კავკასიაში ალექსეი მარგუნოვი ხელმძღვანელობდა.