USIAD/REAP მინდვრის დღე - ბოსტნეულის წარმოების ტექნოლოგიები / ჩითლების წარმოების და გადარგვის ტექნოლოგიები

მიმდინარე წლის 14 მაისს USAID/REAP-ის ფარგლებში ჩატარდა საველე ღონისძიება სოფელ წნისში (ახალციხე), პროექტის ბენეფიციარი „სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის“ სადემონსტრაციო ნაკვეთზე, სადაც 0.5 ჰა-ზე იწარმოება სხვადასხვა ჯიშის ბოსტნეული კულტურები. ადგილობრივი ფერმერები გაეცნენ ბოსტნეულის, კერძოდ სტაფილოსა და ჭარხლის  წარმოების ტექნოლოგიას  და პრაქტიკაში იხილეს თესვის თანამედროვე მეთოდები.  პარალელურად საველე ღონისძიება ჩატარდა სოფელ წილკანში (მცხეთის მუნიციპალიტეტი), შპს ვიჯეტას მეურნეობაში, სადაც 15 ჰა-ზე იწარმოება სხვადასხვა ჯიშის ბოსტნეული კულტურები. ფერმერები გაეცნენ ბოსტნეულის, კერძოდ ბულგარული წიწაკის  წარმოების ტექნოლოგიას  და პრაქტიკაში იხილეს ჩითილების წარმოების და გადარგვის თანამედროვე მეთოდები. ორივე ღონისძიებას გაუძღვა პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „მაშავის“ კონსულტანტი.

 

ფერმერებთან ერთად, ღონისძიებაში მიიღებეს მონაწილეობა ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო სამსახურის და რეგიონის ფერმერთა მომსახურების ცენტრების თანამშრომლებმა  და აგრარული პროფილის კოლეჯებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებმა.