თანამშრომლობის ხელშეკრულება TBC ბანკს და USAID/REAP-ს შორის

2015 წლის 10 მარტს გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკრულება REAP/USAID-სა და TBC ბანკს შორის ტექნიკური დახმარების შესახებ. TBC ბანკს დაგგმილი აქვს გააფართოვოს აგრო დაკრედიტების მაშტაბები, რისთვისაც REAP/USAID-ის სპეციალისტები იმუშავებენ, რათა ბანკმა დანერგოს ახალი აგრო დაკრედიტების პროდუქტები. პროგრამა მოიცავს როგორც ინდივიდუალურ კონსულტაციებს, ასევე თანამშრომლების ტრენინგს. პროექტის ხანგრძლივობაა სამი თვე. სამუშაო ჯგუფში შევლენ როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო სპეციალისტები.