USAID/REAP-ს საველე დღე ი/მ გიორგი თედიაშვილის სანერგე მეურნეობაში

 

REAP პროექტმა ჩაატარა საველე დღე გრანტის მიმღების, ი/მ გიორგი თედიაშვილის სანერგე მეურნეობაში. ღონისძიება მიზნად ისახავდა გასხვლის და ნერგის ამოღების თანამედროვე ტექნოლოგიების დემონსტრირებას მიზნობრივი აუდიტორიისათვის, რომელიც მოიცავდა ადგილობრივ ფერმერებს, სასოფლო-სამეურნეო სერვისების სამსახურის თანამშრომლებს და აგრარული და ტექნიკური უნივერისიტეტების პროფესორ-მასწავლებლებს. გამოცდილმა აგრონომმა გიორგი ბარბაქაძემ დეტალურად ისაუბრა ხეხილის ფორმირების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, ხოლო გიორგი თედიაშვილმა გააცნო აუდიტორიას ვაშლის თანამედროვე ჯიშები, გამოყენებული საძირეები და ზოგადად მისი მეურნეობის სპეციფიკა. სტუმრებმა დააგემოვნეს ვაშლის სხვადასხვა ჯიში. ადგილზე ჩატარებულმა პირველადმა გამოკითხვამ ცხადჰყო, რომ ფერმერები დადებითად აფასებენ მსგავსი ფორმატის ღონისძიებებს და მზად არიან გამოიყენონ მიღებული ცოდნა. მთლიანობაში ღონისძიებას დაესწრო 42 ადამიანი.